Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროების


საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრაქტურათა ახალი დებულება, რომელიც ამ ორგანოს ფუნქციების გაფართოებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრაქტურათა ახალი დებულება, რომელიც ამ ორგანოს ფუნქციების გაფართოებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" ხუთშაბათს განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გახოკიძემ. მისი თქმით, ახალი დებულებით, ეროვნული უშიშროების საბჭო კოორდინირებას გაუწევს უკვე არა მარტო ძალოვან სტრუქტურებს, არამედ იზრუნებს ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაზე და კურირებას გაუწევს საგარეო პოლიტიკის საკითხებს. ჯემალ გახოკიძის თქმით, უშიშროების საბჭოს აპარატში დამატებით მიიწვიეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ამავე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მოდელი მაქსიმალურად არის მიახლოებული ანალოგიურ ამერიკულ უწყებასთან.
XS
SM
MD
LG