Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს 2


ბელორუსია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს 2 მარტის ადგილობრივი არჩევნების სამეთვალყურეოდ უცხოელი ექსპერტების მიწვევაზე,

ბელორუსია ჯერ-ჯერობით უარს ამბობს 2 მარტის ადგილობრივი არჩევნების სამეთვალყურეოდ უცხოელი ექსპერტების მიწვევაზე,
რის გამოც ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ წუხელ მინსკში განაცხადა ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უტა ცაფვმა. ორ დღიანი ვიზიტის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება მთავრობის წევრებს, აგრეთვე ოპოზიციის, პროფკავშირების, საინფორმაციო საშუალებებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების წარმომადგენლებს. ბელორსუიაში ეუთოს მისია დაცარიელდა ოქტომბრის შემდეგ, როცა მთავრობამ უარი თქვა მისიის მანდატის გაგრძელებაზე. მაგრამ გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს ეუთომ და მინსკმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მისია ახალი მანდატით განაახლებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG