Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მზად არის, აღადგინოს აფხაზეთის


საქართველო მზად არის, აღადგინოს აფხაზეთის ტერიტორიაზე სოხუმი-ზუგდიდის სარკინიგზო მაგისტრალი და დანგრეული ხიდები,

საქართველო მზად არის, აღადგინოს აფხაზეთის ტერიტორიაზე სოხუმი-ზუგდიდის სარკინიგზო მაგისტრალი და დანგრეული ხიდები,
თუ განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტის იდეა აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების და სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პროცესების სინქრონიზაციის შესახებ. ასეთი კომენტარი გაუკეთა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხებზე მოსკოვსა და თბილისს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთ-საქართველოს კონსულტაციები არ დასრულებულა და მხარეებმა მხოლოდ გარკვეული დრო ითხოვეს პოზიციათა შეჯერებისთვის, რის შემდეგაც მოლაპარაკებები განახლდება.
XS
SM
MD
LG