რამდენიმე ათასი დემობილიზებული ერაყელი ჯარისკაცი 2 ივნისს ბაღდადში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
ისინი ერაყის არმიის გაუქმებას აპროტესტებდნენ და ხელფასებსა და კომპენსაციებს მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ტერორისტული აქტებით ემუქრებოდნენ ამერიკელ სამხედროებს. ისინი დაიშალნენ, როცა შემდეგი დღისთვის მოლაპარაკებების გამართვას დაპირდნენ. გასულ თვეში შეერთებული შტატების მიერ ერაყში დანიშნულმა სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა გააუქმა ერაყის არმია და 400 ათასი კაცი გაანთავისუფლა. მან განაცხადა, რომ მალე მათ სხვა, ახალ, არაპოლიტიზებულ ჯარში დაასაქმებდნენ.