ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ.
მათი თათბირის ძირითადი თემა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარებაა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ პაპანდრეუმ, რომლის ქვეყანა ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტია, განაცხადა, რომ კავშირს სურს, ისრაელმა და პალესტინელებმა "სრულ ზავს" მიაღწიონ, რათა სამშვიდობო პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას. გუშინ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს წამოაყენოს წინადადება ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალის განთავსების შესახებ. ახლახან ასეთივე წინადადება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააერთიანოს ძალისხმევა "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების გასანადგურებლად, ორგანიზაციისა, რომელიც, სტროს თქმით, სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს.