შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა დღეს აღიარა, რომ ვითარება ერაყში არ არის უსაფრთხო.
ერაყში ამერიკის ჯარების მეთაურმა რიკარდო სანჩესმა გაიმეორა, რომ ჯარები ქვეყანაში დარჩება მანამდე, სანამ თავად ერაყელი ხალხი შეძლებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. განცხადებები გაკეთდა მას მერე, რაც ერაყში წუხელ კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული. ერთი ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ელ-მაჰმუდიის რაიონში მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მეორე - ნაღმსატყორცნის იერიშის დროს დაიღუპა თიქრითის მახლობლად. ერაყში ჯარების ყოლა შეერთებულ შტატებს თვეში 4 მილიარდი დოლარი უჯდება, განაცხადა გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა. მისი სიტყვებით, ერაყში სახმელეთო კონტინგენტები სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან უნდა შედგებოდეს, რათა დანაწევრდეს გარნიზონების შენახვისთვისა და ომისშემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის ხარჯები.