Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში, თალიბების


სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში, თალიბების რაზმთან მომხდარი შეტაკებისას შაბათს 5 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

სამხრეთ ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში, თალიბების რაზმთან მომხდარი შეტაკებისას შაბათს 5 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მოკლულ იქნა ასევე 3 თალიბი მოიერიშე, ხოლო კიდევ ორი, მათ შორის მოიერიშეთა რაზმის მეთაური, ავღანელმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს. იმავე დღეს, ავღანნეთის მეორე, ურუზღანის პროვინციაში თალიბების 300-კაციან რაზმთან ბრძოლის დროს 4 ავღანელი ჯარისკაცი იქნა მოკლული. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე, თალიბებისა და "ალ-ყაიდის" მებრძოლთა თავდასხმების შედეგად სამხრეთ ავღანეთში ასამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG