ერაყში, შიიტი პოლიტიკოსები, თავიანთ სულიერ ლიდერთან, აიათოლა ალი ას-სისტანისთან, ქვეყნის დროებითი კონსტიტუციის პროექტს იხილავენ.
პარასკევს, ერაყის მმართველი საბჭოს შიიტმა წევრებმა ხსენებული პროექტის ხელმოწერაზე უარი თქვეს. ისინი, როგორც ჩანს, წინააღმდეგი არიან ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების ავტონომიის შექმნისა, რასაც დროებითი კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს. მმართველი საბჭოს შიიტი თავმჯდომარე, მუჰამედ ბაჰრ ალ-ულუმი იმედოვნებს, რომ ერაყის დროებითი კონსტიტუცია ორშაბათს იქნება ხელმოწერილი.