Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მოსკოვიდან მიღებული


აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მოსკოვიდან მიღებული ინფორმაცია ვაშინგტონს საშუალებას აძლევს ივარაუდოს,

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მოსკოვიდან მიღებული ინფორმაცია ვაშინგტონს საშუალებას აძლევს ივარაუდოს,
რომ საქართველოში განთავსებული რუსეთის სამხედრო ძალები ყაზარმებიდან არ გამოვა, თუ მას უშუალოდ არ დაემუქრა საფრთხე. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ადამ ერელიმ. [ადამ ერელის ხმა] "სახელმწიფო მდივანი პაუელი დაუკავშირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, იგი მას კვირა საღამოს ესაუბრა. ბატონმა პაუელმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არ დაუშვას აჭარაში ვითარების ესკალაცია. ჩვენ კავშირი გვაქვს ყველა მხარესთან, მიმდინარეობს შეხვედრები იმისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნეს მშვიდი სიტუაცია და ყველაფერი მოგვარდეს მხარეთა შეთანმებით, ძალადობის გარეშე." სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, აჭარაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კოლინ პაუელი ესაუბრა, აგრეთვე, ეროვნული უშიშროების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, იგორ ივანოვს.
XS
SM
MD
LG