Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საარჩევნო კომისიის პრეს-მდივნის, ფარიდ


ერაყში საარჩევნო კომისიის პრეს-მდივნის, ფარიდ აიარის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.

ერაყში საარჩევნო კომისიის პრეს-მდივნის, ფარიდ აიარის განცხადებით, საყოველთაო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.
ერაყელებმა უნდა აირჩინო გარდამავალი პერიოდის პარლამენტი, რომელიც შეადგენს ახალ მთავრობას და მეთვალყურეობას გაუწევს კონსტიტუციაზე მუშაობას. ამასობაში კი გრძელდება ძალადობა ერაყში. ქალაქ რამადიში მეამბოხეებმა საფარიდან იერიში განახორციელეს, მოკლეს 8 და დაჭრეს 18 ერაყელი - ეროვნული გვარდიის წევრები. ამერიკელი და ერაყელი სამხედროები უკვე რამდენიმე კვირაა, ებრძვიან მეამბოხეებს რამადიში. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოსულში იპოვეს კიდევ 2 გვამი - გუშინ 9 გვამის აღმოჩენის შემდეგ. ლაპარაკია მოკლულ ერაყელ ჯარისკაცებზე. მოსულშივე ჭურვებით განხორციელებულმა იერიშმა 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქ რამიდიში კი, პოლიციის ცნობით, შაბათს ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი დაუშინეს ავტობუსს, დაიღუპა 7 ადამიანი. ამერიკელ ოფიციალურ პირებს ამ ცნობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
XS
SM
MD
LG