დეპარტამენტის დირექტორი იმყოფება. პარასკევს ჟან ლუი ლორანი საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათგან რამდენიმე საერთაშორისო ვალდებულების შესრულების პირობა მიიღო. დაპირების გარდა, პარლამენტის წარმომადგენლები იმის გარკვევასაც შეეცადნენ, თუ რამდენად რეალურია ევროსაბჭოს დახმარება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით. მინდა საპასუხო რეაქციასა და ევროპის საბჭოსთან საქართველოს შემდგომი თანამშრომლობისთვის აუცილებელ რამდენიმე პირობაზე მოგითხროთ.
საქართველო ევროპის საბჭოს იმ წევრ ქვეყნებს შორისაა, რომელთა მიმართ, მიუხედავად სრულუფლებიანი წევრობისა, ორგანიზაცია მეთვალყურეობის პროცესს განაგრძობს. შესაბამისად, უშუალოდ მონიტორინგის ჯგუფის გარდა, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სპეციალურ მოხსენებებს ამზადებს ევროსაბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტიც. მისი დირექტორი ჟან ლუი ლორანი პარასკევს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა და დეპუტატთა ერთ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციათა მაღალჩინოსნებისთვის არცთუ უცხო, ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:
[ჟან ლუი ლორანის ხმა] ,,ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან. მათთან ერთად ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოსა და საქართველოს ურთიერთობას უკავშირდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნულ უმცირესობათა კონვენციის რატიფიცირება, რაც ერთ-ერთი ვალდებულება იყო. თუმცა დარჩენილია კიდევ ორი დოკუმენტი - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კონვენცია და ეროვნულ და რეგიონულ უმცირესობათა ენების ქარტია.”
ევროსაბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილებაც მოიხსენია და განაცხადა, რომ ამ რეგიონების პრობლემის მოგვარებაში ევროსაბჭოს დახმარება პარლამენტის წევრებთან მისი საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. უშუალოდ ევროსაბჭოსთან ურთიერთობის გარდა, ჟან ლუი ლორანთან შეხვედრის მეორე მთავარ თემად რუსეთის სამშვიდობო ძალების პრობლემა დაასახელა გიგა ბოკერიამ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. მას იმედი აქვს, რომ ევროსაბჭო იქნება ერთ-ერთი, რომლის მეშვეობითაც საბოლოოდ გაირკვევა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების შანსი და, ამასთან, ის ტრიბუნა, სადაც რუსეთმა საქართველოსთან ცივილიზებული დიალოგის მზადყოფნა უნდა დაადასტუროს:
[გიგა ბოკერიას ხმა] ,,ჩვენ გვაქვს იმედი, - ეხლა არა გვაქვს რაღაც ილუზია ზედმეტი მოლოდინებისათვის, - რომ ევროსაბჭო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ჩვენთვის, ამ კონტექსტშიც, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დარწმუნება იმაში, რომ უფრო კონსტრუქციული გახდეს ამ თვეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ განვახორციელებთ იმას, რაც დადგენილებაშია მოცემული. ხაზს ვუსვამ, აქაც არა გვაქვს ჩვენ დიდი ილუზიები, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მივცეთ შანსი პოლიტიკურ მოგვარებას ამ პროცესის და ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობას, ოღონდ არა ისეთს, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი.” (სტილი დაცულია)
ევროსაბჭოს უჭირს აღიქვას ის ტონი, რომლითაც საქართველო რუსეთთან პრობლემების მოგვარებას ცდილობს, - ამბობს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც რუსეთისადმი ევროსაბჭოს ფრთხილ დამოკიდებულებასა და კონფლიქტების მოგვარების არარსებულ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,ამიტომ ლორანთან და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან რუსეთის საკითხის დაყენება უპერსპექტივოა და მან ეს გვაგრძნობინა. დადგენილებით დაინტერესდა, თქვა, რამდენად იყო ეს დადგენილება შეთანხმებული გაეროსთან აფხაზეთში და ეუთოსთან ოსეთში. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არავისთან შეთანხმებული. მისი თვითონ ეს ტონი აღიზიანებს ჩვენს მხარეს და, ამ მხრივ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.” (სტილი დაცულია)
რაც შეეხება ევროსაბჭოსადმი არსებულ ვალდებულებებს, რომელთა ერთი ნაწილის შესრულების ვადა საქართველომ უკვე დაარღვია, პირადად ჟან ლუი ლორანს პარლამენტის წევრებისთვის რაიმე შენიშვნა არ მიუცია. იმ საერთაშორისო დოკუმენტებს შორის, რომელთა რატიფიცირების ვადა საქართველოს პირველ სექტემბერს ამოეწურა, პარლამენტმა მხოლოდ ორი დაამტკიცა. ლევან ბერძენიშვილს ეჭვი ეპარება, რომ დარჩენილი ორი ვალდებულების შესრულებას - განსაკუთრებით ეროვნულ და რეგიონულ უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიცირებას - პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე შეძლებს:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ,,მაგრამ, ასეა თუ ისე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დადო პირობა, რომ ჩვენ ამას მივიღებთ. მე, საერთოდ, მესმის ასე, რომ თუ პირველ სექტემბრამდე უნდა შეასრულო, უნდა შეასრულო პირველ სექტემბრამდე, მაგრამ ისინი ბედნიერები წავიდნენ იმით, რომ წლის ბოლომდე მაინც შევასრულებთ.” (სტილი დაცულია)
პირობის შესრულებას - ისევე როგორც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პრესის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას - კონკრეტულ მოხსენებაში ასახავენ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ვიზიტი ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს, როგორც ვალდებულებათა შემსრულებელი ქვეყნის, წლევანდელი იმიჯი კი იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გაირკვევა.