სადაც საქართველოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, რუსეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა რკინიგზის აღსადგენად სპეციალური ბიზნესსტრუქტურის ფორმირების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ამასთან, მოლაპარაკება დღემდე არ დაწყებულა იმ რამდენიმე პირობაზე, რომლის შესრულებას თბილისი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის განახლებისთვის მოითხოვს. მინდა სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინტერესების თემაზე გესაუბროთ.
სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არსებობს, ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის ბოლოს განაცხადა და ისიც დასძინა, რომ მიმოსვლა, შესაძლოა, გაცილებით ადრე განახლდეს, ვიდრე ეს სავარაუდოა. ერთადერთი კონკრეტული შედეგი, რომელიც დღემდე არსებობს, ქართველი, აფხაზი და რუსი ექსპერტების მიერ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შარშანდელი მონიტორინგია, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მნიშვნელოვანს უწოდებს:
[სერგეი შამბას ხმა] ,,მხარეთა პოზიციები გარკვეულია. როგორც ცნობილია, ჩვენი სარკინიგზო მონაკვეთის ერთობლივ მონიტორინგსაც დავთანხმდით, რადგან ეს ყველა მხარის ინტერესს წარმოადგენდა. მომავალში კი ყველამ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ის, რაც დაიგეგმება.”
აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და საზღვრების შეცვლას არავინ აპირებს, რაც სოხუმისთვისაც ცნობილია - აცხადებენ თბილისში. საქართველოს ხელისუფლება, სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთზე მიმოსვლის განახლების შემთხვევაში, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს თავად აპირებს, რაც აფხაზური მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პარალელურად საქართველოს ხელისუფლება რკინიგზის რეაბილიტაციას ინტეგრაციისა და სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავს:
[გიორგი ვოლსკის ხმა] ,,ნებისმიერი კომუნიკაცია, განსაკუთრებით რკინიგზა, როდესაც საუბარია უკვე ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაზე, ეს არის თემა, რომელიც ითვალისწინებს ინტეგრაციის პროცესის წამოწყებას და განვითარებას.” (სტილი დაცულია)
თუმცა გიორგი ვოლსკი, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა, იმასაც აღნიშნავს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედების მოტივი მხოლოდ სამშვიდობო განზრახვა და ინტეგრაციის სურვილი, ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკონომიკური ინტეგრაციის ფაქტორზე საუბრისას ექსპერტი პაატა დავითაია ყურადღებას ამახვილებს დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების დოქტრინაზე, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთი თავისუფალია მხოლოდ რუსული და თურქული კაპიტალისთვის. დავითაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ხელს მხოლოდ სომხეთსა და რუსეთს აძლევს:
[პაატა დავითაიას ხმა] ,,ქართულმა მხარემ მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება ნახოს პოლიტიკური მოგება ამ გარიგებიდან, თუ ქართველი მესაზღვრე დადგება ფსოუზე, თუ ქართველი მებაჟე გააკონტროლებს ტვირთებს ფსოუზე და თუ საქართველოს რკინიგზა მოემსახურება აფხაზეთის მონაკვეთს, როგორც უნდა იყოს წესით და კანონით.” (სტილი დაცულია)
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთთან სარკინიგზო კავშირი ისედაც აქვს. მაგისტრალის დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ინტერესს რომ არა ქართველებთან აქტიური კონტაქტის, არამედ ფინანსური მოტივი აქვს, ეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას არასდროს დაუმალავს. სოხუმში იმედოვნებენ, რომ, მიმოსვლის განახლების შემთხვევაში, სომხური ტვირთის ტრანზიტს შედეგად მათი ბიუჯეტის ზრდა მოჰყვება.