Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკურმა ეკლესიამ დღეს აღდგომის დღესასწაული


კათოლიკურმა ეკლესიამ დღეს აღდგომის დღესასწაული აღნიშნა. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით ასი ათასი მორწმუნე იყო თავშეყრილი.

კათოლიკურმა ეკლესიამ დღეს აღდგომის დღესასწაული აღნიშნა. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით ასი ათასი მორწმუნე იყო თავშეყრილი.
ბენედიქტე მეთექვსმეტემ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული 62 ენაზე - მათ შორის ქართულად - მიულოცა და ტრადიციული კურთხევა "Urbi et Orbi" - ”ქალაქსა და მსოფლიოს” - აღავლინა. კურთხევაში პაპმა კათოლიკური ეკლესიის პოზიციაზეც ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე. სხვა საკითხებთან ერთად, იგი ირანის ატომური პროგრამის თემასაც შეეხო: [პაპის ხმა]: ”დაე, ატომურ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი ყველა მხარისათვის ღირსეულად გადაიჭრას, სერიოზული და გულწრფელი მოლაპარაკებების გზით. დაე ერების და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერთა ნება გაძლიერდეს სხვადასხვა რასებს, კულტურებს რელიგიებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრობის მისაღწევად, რათა დასრულდეს ტერორიზმის საფრთხე”. ბენედიქტე მეთექვსმეტე რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად 2005 წელს, აღდგომის დღესასწაულიდან რამდენიმე კვირაში აირჩიეს. შესაბამისად, ეს მისი პირველი სააღდგომო ქადაგება იყო. დღესვე, ბენედიქტე მეთექვსმეტეს 79 წელი შეუსრულდა. აღდგომის აღსანიშნავად მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ათასობით კათოლიკე იერუსალიმში ჩავიდა და ტრადიციულ სააღდგომო წირვას იქ დაესწრო.
XS
SM
MD
LG