Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქართველოს დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ


რუსეთმა საქართველოს დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე

რუსეთმა საქართველოს დაუდასტურა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე
მაგისტრალური გაზსადენის დღევანდელი აფეთქების გამო, ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა არ შეექმნება. აფეთქების მიზეზად რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მილის კოროზიის შედეგად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს. შვიდასმილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც დღეს აფეთქდა, საქართველოს ბუნებრივი აირით უკვე 5 წელია აღარ ამარაგებს. განსხვავებით იმ ათას ორას მილიმეტრიანისა, რომლის აფეთქების შედეგად, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველო გაზის გარეშე დარჩა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ამჟამად ბუნებრივი აირი საქართველოს რუსეთიდან ათას ორას მილიმეტრიანი მილსადენით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოეწოდება.
XS
SM
MD
LG