“ბრიტანეთის ავიახაზების” ორ თვითმფრინავში რადიაციის კვალს მიაგნეს
შემოწმებისას, რომელიც ტარდება რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილის მიზეზთა გამოძიებასთან დაკავშირებით. “ბრიტანეთის ავიახაზების” ინფორმაციით, საქმე ეხება თვითმფრინავებს, რომლებიც ევროპულ რეისებს ასრულებს, მათ შორის რეისებს ლონდონსა და მოსკოვს შორის. ჯერ ნათელი არ არის, რა რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს. ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტი იყო, მოგვიანებით კი მკცარად აკრიტიკებდა კრემლს, გასულ კვირაში გარდაიცვალა ლონდონში დიდი დოზით პოლონიუმ-210-ის ზემოქმედების შედეგად. ეს არის ძალიან იშვიათი რადიაქტიური ნივთიერება. პოლიციამ მოგვიანებით ამავე ნივთიერების კვალს მიაგნო ლონდონის რამდენიმე ობიექტში, რომელთაც ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ამოწმებენ. როგორც ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რისკი, რომ მოსახლეობა რადიაციით მოიწამლება, დაბალია.