Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთის ელჩმა, ვიაჩესლავ კოვალენკომ


საქართველოში რუსეთის ელჩმა, ვიაჩესლავ კოვალენკომ რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოში რუსეთის ელჩმა, ვიაჩესლავ კოვალენკომ რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა “ურთიერპატივისცემისა და პატიოსანი თამაშის წესებზე იქნება დაფუძნებული”. იქვე კოვალენკომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არ უპასუხია რუსეთის ბოლო ნაბიჯებზე, მიმართულზე ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ. [კოვალენკოს ხმა] “ბოლო დროს მოწმე გავხდით განზრახ დამახინჯებული ინფორმაციისა - აშკარად ანტირუსული ქვეტექსტით - რუსეთიდან ურანის რაღაც კონტრაბანდის შესახებ. ასეთი გამოხდომები რუსეთის წინააღმდეგ დაუშვებლად მიმაჩნია და ეს, რასაკვირველია, ხელს არ უწყობს პირობების შექმნას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხების მოგვარებისთვის”. ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო გასულ კვირაში დაბრუნდა თბილისში - ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში გაიწვიეს თბილისში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ.
XS
SM
MD
LG