Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 17


დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 17 საარჩევნო ოლქში

დღეს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 17 საარჩევნო ოლქში
ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. 4 მარტს "არჩევნები" ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო მთელ რიგ საარჩევნო უბნებში ჩაიშალა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გალის რაიონის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზურმა მხარემ ზოგიერთ სოფელში შეიარაღებული ძალები შეიყვანა და ხალხის დაშანტაჟება-შეშინებას ეწეოდა, რათა ისინი არჩევნებზე მისულიყვნენ და ბაღაფშის გუნდის წევრებისთვის ხმა მიეცათ. კილანავას თქმით, მიუხედავად ამისა, გალის ქართული მოსახლეობა არჩევნებზე არ მივიდა და არჩევნები ჩაიშალა. ”დე-ფაქტო ხელისუფლებაში რუსლან ქიშმარიას ყოფნა-არყოფნა ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, რადგან მას დავალებული აქვს ბაღაფშის წარმომადგენლებმა გაიმარჯვონ, მაგრამ არჩევნები ჩაშლილად შეიძლება გამოცხადდეს, რადგან უბნებზე ქართული მოსახლეობა არ მისულა”, - აღნიშნა თორნიკე კილანავამ.
XS
SM
MD
LG