Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მერვე დღეა


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მერვე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები,

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მერვე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები,
რომლებშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი მოითხოვენ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და საკონსტიტუციო რეფორმას. დღეს ოპოზიციის ათობით მომხრემ დროებით გადაკეტა საავტომობილო გზა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ისინი პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევისა და ისიკყულის რეგიონის გუბერნატორის, კიდიკბეკ ისეავის გადადგომას მოითხოვდნენ. სამშაბათს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს, რომ 75-დან 21 დეპუტატი უჭერს მხარს პარლამენტის დათხოვნას. დღეს 400-მდე ადამიანი შეიჭრა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში ნარინის პროვინციაში. ხალხი განრისხებულია ოპოზიციის აქტივისტის, ბექტემირ აკუნოვის სიკვდილის გამო. აკუნოვი 15 აპრილს დააპატიმრეს და შემდეგ საპატიმროში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აკუნოვმა თავი მოიკლა.

XS
SM
MD
LG