Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის


პარასკევს შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის

პარასკევს შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის
ქალაქ ჰიუსტონში განთავსებულ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, ნასას ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთმა ინჟინერმა მამაკაცი კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, და შემდეგ თავი მოიკლა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ნასას ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი ქალი ჰყავდა მძევლად აყვანილი, რომელიც ცოცხალი იპოვეს. მძევალი გაკოჭილი იყო. ნასას წარმომადგენლებმა თავდამსხმელში თავიანთი თანამშრომელი, ბილ ფილიპსი ამოიცნეს - ის ნასას ცენტრში ათწლეულზე დიდხანს მუშაობდა. თავდამსხმელის მსგავსად, მოკლული მძევალიც ინჟინერი იყო. პოლიცია აცხადებს, რომ ორ მამაკაცს შესაძლოა ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონოდა.
XS
SM
MD
LG