Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, მორატორიუმი


ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, მორატორიუმი გამოცხადდეს

ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, მორატორიუმი გამოცხადდეს
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების პირობების რუსეთის მიერ შესრულებაზე. პუტინმა ეს განცხადება პარლამენტის წინაშე, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა. ეს შეთანხმება ევროპაში სამხედრო განფენის შეზღუდვას ითვალისწინებს. პუტინის თქმით, შეთანხმებას რატიფიცირებული არ არის იმ ნატოს წევრ ქვეყნბში, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს: [პუტინის ხმა]: ”ნატოსთან ჩვენი შეთანხმებების მიუხედავად, ალიანსის ახალი წევრები - სლოვაკია, და ბალტიისპირეთის ქვეყნები, მაგალითად - ამ ხელშეკრულებას საერთოდ არ შეერთებიან. ეს ჩვენ რეალურ საფრთხეს გვიქმნის, რომლებსაც მოულოდნელი სიურპრიზები შეიძლება მოჰყვეს. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიმაჩნია მორატორიუმი გამოცხადდეს რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების შესრულებაზე - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მის რატიფიკაციას ნატოს ყველა წევრი ქვეყანა არ მოახდენს”.
ამასთან, პუტინმა მორატორიუმის გამოცხადების იდეა დაუკავშირა შეერთებული შტატების გეგმას, პოლონეთში და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსების თაობაზე. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის საშინაო პოლიტიკის არევას უცხოეთიდან შესული კაპიტალის გამოყენებით ცდილობენ - თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობს. პუტინის თქმით, შემდეგი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე უკვე სახელმწიფოს ახალი მეთაური წარსდგება.
XS
SM
MD
LG