გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ,
მიიჩნევენ, რომ "პრეზიდენტი გაიქცა", "უარი თქვა დიალოგზე" და "მისი კანცელარია მაღაზიასავით დაიკეტა". ასეთი განცხადებები გააკეთეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კობა დავითაშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. ოთხშაბათს გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ხუთშაბათს კი, მიხეილ სააკაშვილი ლისაბონში სამიტზე გაემგზავრა. უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა წინასწარ შესათანხმებელი საკითხია და ეს მხოლოდ ოპოზიციის სურვილზე არ არის დამოკიდებული.