საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით
გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე ეუთოს და ნატოს ფარგლებში სპეციალური სხდომების მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "საქართველომ თავის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი აამოქმედა. ჩვენ მოვითხოვეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევა, მოვითხოვეთ ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალური სხდომის მოწვევა და "ბერლინის მექანიზმის" ამოქმედება" - განაცხადა ბაქრაძემ.