Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი ქურთებისთვის თანაბარ უფლებებს მოითხოვს


თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული აცხადებს, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო, თანაბარი დემოკრატიული უფლებების გარანტია მიეცა ქურთებისათვის. სატელევიზიო გამოსვლისას გიულმა თქვა, რომ “თურქეთმა პრობლემების მოგვარება მხოლოდ ისეთი დემოკრატიული სტანდარტების განვითარებით უნდა შეძლოს, რომლებიც მისაღები იქნება ყველა რწმენისა და ეროვნების წარმომადგენლებისთვის.” ბოლო 25 წელიწადში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, უპირატესად ქურთებით დასახლებულ რეგიონში, ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმებსა და თურქეთის სამთავრობო ძალებს შორის მომხდარ ბრძოლებს 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG