Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკება დასრულდა


დღეს მიუნხენში გაიმართა მთიანი ყარაბაღის გარშემო მოლაპარაკება აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს, პრეზიდენტებს ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისანს შორის. ეუთოს ეგრეთწოდებული „მინსკის ჯგუფის“ - აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის წარმომადგენლები - მოლაპარაკების მეორე ნაწილში ჩაერთნენ. საფრანგეთის წარმომადგენელმა, ბერნარ ფასიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მისივე ცნობით, ალიევმა და სარქისანმა თავიანთი ოთხსაათიანი მოლაპარაკების დროს იმსჯელეს ზოგიერთ საკითხზე, რომლებსაც პირველად შეეხნენ. ფასიეს თანახმად, შუამავლებმა აშშ-დან და რუსეთიდან, ასევე საფრანგეთიდან „გარკვეული სირთულეებიც" შენიშნეს. მიუნხენის მოლაპარაკების მონაწილეებმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.
შაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, რომ თუკი შედეგი შეხვედრამ არ მოიტანა, აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას ძალა გამოიყენოს მთიანი ყარაბაღის დასაბრუნებლად. ამ კომენტარის გარშემო შეკითხვაზე, ბერნარ ფასიემ უპასუხა: „მოსკოვში, პარიზსა და ვაშინგტონში, ჩვენი მთავრობები ფიქრობენ, რომ ომი გამოსავალი არ არის, რადგან ომი პრობლემას ვერ გადაწყვეტს“.
XS
SM
MD
LG