Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი და გრიზლოვი პარტიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


ზურაბ ნოღაიდელი, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი (მარცხნივ) და ბორის გრიზლოვი, რუსეთის მმართველი პარტიის, ”ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ზურაბ ნოღაიდელი, მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი (მარცხნივ) და ბორის გრიზლოვი, რუსეთის მმართველი პარტიის, ”ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
დღეს მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა მოსკოვში ხელი მოაწერეს პარტიული თანამშრომლობის შეთანხმებას. ”ედინაია როსიას” პრეს-სამსახურის ცნობით, გრიზლოვმა განაცხადა, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის, რადგან კარგად ესმით, რომ საჭიროა საქართველოში ჯანსაღი ძალების ძებნა. რუსეთის დუმის სპიკერის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პარტიული თანამშრომლობის დასაწყისია, რაც კონსულტაციებს, ინფორმაციის გაცვლას და პარტიული მშენებლობის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. რუსეთის მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ხელმოწერილ შეთანხმებას ზურაბ ნოღაიდელმა მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი უწოდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა თანდათან გაუმჯობესდება და მტრობას მეგობრობა და პარტნიორობა შეცვლის. ნოღაიდელის თქმით, რუსეთთან დიალოგის დასაწყებად საქართველოში ბევრი პოლიტიკური ლიდერი არის მზად.
XS
SM
MD
LG