Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი „შეშფოთდა“ ყირგიზეთში მედიის მდგომარეობით


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტურნეს მართავას, შეაშფოთა ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე ზეწოლამ. აღნიშნული განცხადება ბან კი მუნმა ბიშეკში ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კადირბეკ სარბაევთან შეხვედრის დროს გააკეთა. მანამდე ოპოზიციამ გაეროს ოფისთან ბიშკეკში გამართა მიტინგი სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ყირგიზეთის პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი დამოუკიდებელი სატელევიზო არხის აღჭურვილობა დააპატიმრა, რის გამოც ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG