Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითი ლიდერი ჩამოგდებულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს


ყირგიზეთის თვითგამოცხადებული ახალი მთავრობის ლიდერის თქმით, არ იგეგმება მოლაპარაკების გამართვა ქვეყნის ჩამოგდებულ პრეზიდენტთან. როზა ოტუნბაევას განცხადებით, პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი უნდა გადადგეს. ბაკიევი, რომელიც თავს ქვეყნის სამხრეთს აფარებს, ამბობს რომ მზად არის ოპონენტებთან სასაუბროდ - თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს. ეკონომიკური დახმარების მოპოვების მიზნით, მოსკოვში გაემგზავრა დელეგაცია რომელსაც დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილე ხელმძღვანელობს. როგორც იუწყებიან, ბიშკეკის ქუჩებში სიმშვიდეა. ყირგიზეთში პოლიტიკური არეულობის შედეგად დაღუპული 75 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად ორდღიანი გლოვა დაიწყო. საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, კეთრინ ეშტონი აცხადებს, რომ კრიზისის განმუხტვის მიზნით შაბათს ყირგიზეთში თავის საგანგებო წარმომადგენელს, პიერ მორელს მიავლენს. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ინფორმაციით, ბიშკეკთან ახლოს მდებარე მანასის აეროპორტის ნორმალურად ფუნქციონირება აღდგენილია. ამ საავიაციო ბაზას აშშ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იყენებს.
XS
SM
MD
LG