Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ამერიკელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ


ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ. გავრცელებული განცხადების თანახმად, კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და დაწყებულია გამოძიება. დაღუპული სამოქალაქო პირის მოქალაქეობა ჯერჯერობით უცნობია. ზაბულის მთავრობის წარმომადგენელი, მუჰამედ ჯაჰნ რასულიარი ამბობს, რომ ვერტმფრენი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. თალიბანის წარმომადგენელი, ყარი იუსუბ აჰმედი კი აცხადებს, რომ ვერტმფრენი ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG