Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა


რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, იმ თვითმფრინავის პილოტმა, რომელშიც დღეს პოლონეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, იგნორირება გაუკეთა საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრის რამდენიმე გაფრთხილებას. რუსეთის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ ალიოშინმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ კონტროლის ცენტრის მუშაკებმა პილოტს რამდენჯერმე უთხრეს თვითმფრინავი სხვა აეროპორტში დაესვა. რუსეთის საგანგებო მდგომარეობის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის ორივე შავი ყუთი.
XS
SM
MD
LG