Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკიევის მომხრეები შეიკრიბნენ ჯალალაბადში


ყირგიზეთის განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეები შეიკრიბნენ ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯალალაბადში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, 4 ათასამდე მხარდამჭერს ქალაქის ცენტრში თავად ბაკიევმა მიმართა. ორშაბათს ბაკიევი რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს მიესალმა ჯალალაბადთან ახლოს მდებარე მის მშობლიურ სოფელში. ეს იყო მისი პირველი გამოჩენა გასულ კვირაში ბიშკეკიდან გაქცევის შემდეგ. ბაკიევი აცხადებს, რომ ის კვლავ პრეზიდენტია და არ აშინებს დროებითი მთავრობის გაფრთხილება მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ.
XS
SM
MD
LG