Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სომხეთსა და თურქეთს მოუწოდა „ყველაფერი გააკეთონ“ ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. ობამა ამ მოწოდებით ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტისას სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას გამოვიდა. მანამდე სარქისიანმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან გამართა შეხვედრა. 2009 წლის ოქტომბერში სომხეთმა და თურქეთმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მემკვიდრეობის გადალახვას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG