Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ცნობით, პრეზიდენტი ბაკიევი გადადგა


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი გადადგა. თვითგამოცხადებული დროებითი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ედილ ბაისალოვმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ბაკიევის გადადგომის ამბავი. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ის ყირგიზეთიდან ყაზახეთში გაიქცა. ყაზახეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომან ვასილენკომ ასევე ჩვენს რადიოსთან საუბარში დაადასტურა, რომ ბაკიევი ყაზახეთში ჩავიდა, კერძოდ, სამხრეთში მდებარე ქალაქ ტარაზში. ყაზახეთის - ამჟამად ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საგარეო უწყების ხელმძღვანელ კანატ საუდაბაევის განცხადებით, ბაკიევმა ყირგიზეთი დატოვა მას შემდეგ, რაც შეთანხმება იქნა მიღწეული ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან. ეუთოს ცნობით, შეთანხმება ყაზახეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი ძალისხმევის, ისევე როგორც ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის აქტიური შუამავლობის შედეგია.
XS
SM
MD
LG