Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინისთვის გაზის გაიაფების საკითხს განიხილავს


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მისი ქვეყანა განიხილავს უკრაინისთვის ბუნებრივი აირის ფასის შემცირების საკითხს. ამ შინაარსის განცხადება მედვედევმა გუშინ, ბრაზილიაში სამუშაო ვიზიტის დროს გააკეთა. მედვედევის თქმით, ის ამ საკითხზე მოლაპარაკებას აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, მომავალ კვირაში უკრაინაში ვიზიტის დროს. ამჟამად უკრაინას რუსეთიდან იმპორტირებული გაზი 305 დოლარი უჯდება (1000 კუბურ მეტრში). ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. ის მოსკოვთან დაახლოებულ პოლიტიკოსად ითვლება.
XS
SM
MD
LG