Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებების მსხვერპლთა რიცხმა 40-ს გადააჭარბა


პაკისტანში ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებების მსხვერპლთა რიცხმა 40-ს გადააჭარბა. რამდენიმე ათეული დაიჭრა. ინციდენტი მოხდა გაეროს სარეგისტრაციო პუნქტთან. პირველი ბომბი აფეთქდა კაჭა პუხას სარეგისტრაციო პუნქტთან ქალაქ კოჰატის გარეუბანში. მეორე კი მაშინ აფეთქდა, როცა პირველი ბომბით აფეთქებულების საშველად შეიკრიბა ხალხი. ვარაუდობენ, რომ აფეთქებები თალიბანმა მოაწყო.
XS
SM
MD
LG