Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ბოლივიასა და ეკვადორთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას აპირებს


ამ კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ბოლივიასა და ეკვადორში ვიზიტს იწყებს. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი ამ ორ ქვეყანასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაა. რამდენიმე ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკვადორის და ბოლივიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ გამორიცხა, თუმცა, მოგვიანებით ბოლივიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ საკითხში ჩარევას არ აპირებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ეკვადორისა და ბოლივიისგან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საშიშროება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG