Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში საჰაერო მიმოსვლა თანდათან აღდგება


ევროპის კავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, შემცირდეს ზონა, სადაც აკრძალულია საჰაერო მიმოსვლა. ფრენა შეწყდა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლის ღრუბლის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის გამო. ევროპის კავშირის ტრანსპორტის კომისარმა სიმ კალსმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება ძალაში შევა სამშაბათს, დილიდან. ავსტრიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ უკვე გამოაცხადეს აეროპორტების გახსნის შესახებ. დილიდან მათ მიჰყვება საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, უფრო ადრე, ღამის ორი საათიდან, - გერმანია.
XS
SM
MD
LG