Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა სარქსიანის განცხადებას


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ კროული სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ პროტოკოლის რატიფიკაცია შეაჩერა. ფილიპ კროულის თქმით, სარქსიანის განცხადებიდან ცხადია, რომ ის არ ტოვებს პროცესს: ”მივესალმებით პრეზიდენტ სარქსიანის გადაწყვეტილებას მშვიდობის, სტაბილურობისა და შერიგებისათვის მუშაობის გაგრძელების შესახებ. გვჯერა, რომ ნორმალიზაციის პროცესი სასარგებლოა თურქეთისა და სომხეთისთვის, ისევე, როგორც ზოგადად კავკასიის რეგიონისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ორივე მხარის დარწმუნებას დატოვონ კარი ღია შერიგებისა და ნორმალიზაციის მცდელობების გაგრძელებისთვის”.
XS
SM
MD
LG