Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდური ოპოზიცია მოლაპარაკებებისათვის მზადაა


ტაილანდის ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დათანხმდნენ ტაილანდელი სენატორების შეთავაზებას მათ მიერ მოდერირებული მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. ბანგკოკის ქუჩებში მომიტინგეთა და ჯარების შეტაკების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. ”წითელპრანგიანთა” ლიდერმა განაცხადა, რომ დათანხმდებიან წინადადებას, რათა თავიდან აიცილონ სისხლისღვრა. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, გადაწყვეტს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას ტაილანდის მთავრობა.

XS
SM
MD
LG