Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტაშკენტში ჩადის


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ბლეიკი დღეს ჩადის ტაშკენტში, სადაც მეზობელი ყირგიზეთიდან დევნილი ათობით ათასი უზბეკი ცდილობს გადასვლას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბლეიკი შუა აზიაში სიტუაციაში გასარკვევად და ადგილობრიც ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების გასამართად გააგზავნა. უკანასკნელი მონაცემებით, 180 ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაშავდა ეთნიკურ უზბეკ და ყირგიზ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეა სამხრეთ ყირგიზეთში აქვს ადგილი. ათობით ათასი ეთნიკური უზბეკი გადადის უზბეკეთში. როგორც გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი ჯონ ჰოლმსი აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უზბეკეთის საზღვარი კვლავაც ღია რჩება.
XS
SM
MD
LG