ბაღდადში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 55 დაიჭრა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთში მოხდა ხალხით სავსე უბანში, რომელიც დასავლეთ ბაღდადში მდებარეობს. ბაღდადის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქებები, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყეს, ერაყის კომერციული ბანკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ყველაზე პოპულარული
1