Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალი ვაშინგტონში გამოიძახეს


გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში აშშ-ის ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი ვაშინგტონში გამოიძახეს მედიასთან ინტერვიუში გამოთქმული შეფასებების განმარტების მოთხოვნით. საქმე ეხება ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ პუბლიკაციას, რომელშიც მაკკრისტალი სარკასტულად მოიხსენიებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ამას გარდა კრიტიკულ შეფასებებს გამოთქვამს ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩის, ისევე როგორც ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების წარმომადგენლის მისამართით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, მაკკრისტალის გამონათქვამს „დიდი შეცდომა უწოდა“ და ის ვაშინგტონში გამოიძახა. მაკკრისტალი ვაშინგტონში გამოძახეს მიუხედავად იმისა, რომ მან ბოდიში მოიხადა გამოთქმული შეფასებებისთვის.
XS
SM
MD
LG