Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითი ლიდერი 3 ივლისს პრეზიდენტის ფიცს დადებს


ყირგიზეთის დროებითი ლიდერი როზა ოტუნბაევა 3 ივლისს პრეზიდენტის ფიცს დადებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ოტუნბაევას ინაუგურაცია გაიმართება მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 27 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო ახალ კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. იმავდროულად, ის გზას უხნის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 10 ოქტომბრისთვის დაინიშნა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ხელისუფლებას სათავეში მოექცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობა მოჰყვა. ოტუნბაევა 2011 წლამდე დარჩება პრეზიდენტის პოსტზე.
XS
SM
MD
LG