Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთევროპულ ტურნეს იწყებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხვალიდან იწყებს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინას, პოლონეთს და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას ეწვევა. ჰილარი კლინტონის ვიზიტზე საუბრისას მისმა თანაშემწემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ მსგავს ტურნეს, როგორც წესი, მრავალმხრივი მიზანი აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთო თემა დემოკრატია იქნება. გორდონის თქმით, სახელმწიფო მდივნის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესება სხვა ქვეყნების ხარჯზე ხდება, რადგან ვაშინგტონის მოკავშირეებს ეს ისედაც კარგად ესმით. ამასთან, კლინტონის თანაშემწემ დასძინა, რომ თუ რაიმე ეჭვი მაინც არსებობს, სახელმწიფო მდივანი ამ საკითხს სიამოვნებით განიხილავს.
XS
SM
MD
LG