Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბიტურიენტები საგამოცდო შედეგებს 24 ივლისიდან გაეცნობიან


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 24 ივლისიდან მობილური ოპერატორების ქსელებში ამოქმედდება ნომერი - 62 32, რომლის საშუალებითაც, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით პირადი სარეგისტრაციო ნომრის გაგზავნის შემთხვევაში, აბიტურიენტს საშუალება ექნება ეტაპობრივად მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ გამოცდის შედეგთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შედეგები ასევე ეტაპობრივად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და საგამოცდო ცენტრებში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტების ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო ინფორმაცია, რომ ”ისინი ზოგადი უნარების გამოცდაზე ჩაიჭრნენ და მომდევნო გამოცდაზე გასვლას აზრი აღარ ჰქონდა.” მიმინოშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რადგანაც ”ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები არავის ეცოდინება მანამ, ვიდრე ისინი არ გამოქვეყნდება.”
XS
SM
MD
LG