ამერიკული კერძო უსაფრთხოების სააგენტო „ბლეკვოთერმა“ შექმნა ქსელი 30 ფიქტიური ჰოლდინგური კომპანიისაგან, რათა მიეღო სახელმწიფო დაკვეთები. მანამდე კომპანიას სასტიკი კრიტიკა დაატყდა თავს ერაყში მომხდარი სერიოზული ინცინდენტის გამო. ამის თაობაზე წერს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“. სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კარლ ლევინმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა განმარტებისათვის - ხომ არ უბნევს თავ-გზას მთავრობას უსაფრთხოების სააგენტო. „ბლეკვოთერი“ შემჩნეული აღმოჩნდა სკანდალში, რომელიც უკავშირდება მისი თანამშორმლების მიერ 17 ერაყელის მკვლელობას ბაღდადში 2007 წელს.
ყველაზე პოპულარული
1