Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ იცრუა


ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტი ”საუკუნის სიცრუეში” დაადანაშაულა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ იცრუა, როდესაც 15 ოქტომბერს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წაიკითხა თითქოსდა, ვენეციის კომისიისგან მიღებული შეტყობინება, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის სრულად გაზიარების შესახებ. ლეიბორისტთა განცხადებით, მათ საგანგებოდ მიმართეს ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს, რომლის პასუხიც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არ შეესაბამება.
XS
SM
MD
LG