დღეს ტელეკომპანიებმა იმედმა, რუსთავი 2-მა და პირველმა არხმა გაავრცელეს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის კურსს 1 200 გამოკითხულდან მხარს უჭერს 67%, ოპოზიციის საქმიანობას კი, უარყოფითად აფასებს 62%. ამავე გამოკითხვით, გიგი უგულავას დასაქმების პოლიტიკას 75% ეთანხმება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებას 83% აღიარებს, 58% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, საკონსტიტუციო რეფორმა კი, გამოკითხულთა ზუსტად ნახევარს მოსწონს. ამავე გამოკვლევით ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია გიორგი თარგამაძე - გამოკითხულთა 47%. მას მოსდევენ ირაკლი ალასანია - 40%, შალვა ნათელაშვილი - 33%, კახა შარტავა - 11%, ლევან გაჩეჩილაძე - 9% და გოგი თოფაძე - 8%. ამერიკული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოკვლევების დამკვეთ კლიენტებს შორის დასახელებულნი არიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
დღეს გავრცელდა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები
ყველაზე პოპულარული
1