Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდმა ოცეულმა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა გადაწყვიტა


მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებს და გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობაში სწრაფად განვითარებადი ქვეყნები როლი გაიზრდება. შეთანხმება მიიღეს სამხრეთ კორეაში გამართული „დიდი რვიანის“ ფინანსთა მინისტრებისა და წამყვანი საბანკო ჯგუფების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაგრძელდება ძალისხმევა, რათა „საერთაშორისო ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება ბაზრის მოთხოვნით იყოს განპირობებული“ და აღარ მოხდეს „კურსის ხელოვნური დევალვაცია“, რამაც შესაძლოა გლობალური ეკონომიკა შეარყიოს.
XS
SM
MD
LG