Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


იორდანიის ქვედა პალატის 120 ადგილისათვის 700-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს. აქედან 134 ქალია. მათთვის იორდანიის პარლამენტში 12 ადგილია განსაზღვრული, 9 ადგილი - ქრისტიანებისთვის, 3 კი - ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობა ჩერქეზებისათვის. ისლამისტები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან, მათი აზრით, წელს მიღებული საარჩევნო კოდექსი ოპოზიციის გავლენას ზღუდავს.
XS
SM
MD
LG