Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასანჟი პირობას დებს, რომ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას


პატიმრობიდან თავდებით გათავისუფლებული „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. „პირველ ყოვლისა, მადლობა თქვენ, ყველა ადამიანს მსოფლიოში, რომელსაც ჩემი რწმენა ჰქონდა, რომელიც მხარს უჭერდა ჩემს გუნდს მაშინ, როდესაც მე შორს ვიყავი; მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც აჩვენეს სიმტკიცე და ბრძოლა წარმატებით დაასრულეს“, - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ ასანჟიმ. ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ლონდონის უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში ადრე მიღებული გადაწყვეტილება, თავდებით გაეშვათ ასანჟი, რომლის დაპატიმრების ორდერიც შვედეთს აქვს გაცემული, სექსუალურ ძალადობაში მისი ბრალდების საფუძველზე. სასამართლომ ლონდონში სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ასანჟის მიერ გირაოს გადახდის და მკაცრი პირობების დაცვის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრალდებამ გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG